• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

უნივერსალური დამხმარეები

უნივერსალური  დამხმარეები

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრებს- უნივერსალურ  დამხმარეებს  (წარმოების სპეციალისებს)

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

ბლუ უოთერსი ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge 

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, “ბლუ უოთერსის” გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას

რას გთავაზობთ:

  • Ანაზღაურება: ფიქსირებული  1000 ლარი; ბონუსი 1000-2000 ლარი
  • სამუშაო განაკვეთი : სრული; 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
  • სამუშაო ლოკაცია: ლილო, დავით კობახიძის 15
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

სამუშაოს აღწერა:

  • სახელოსნოში და ობიექტებში ფურცლოვანი პლასტმასისგან დამზადებული კონტეინერების და პროდუქტების წარმოება
  • პლასტმასის ნაწილების და სხვა საწარმოო პროდუქტების შედუღება
  • სისტემის კომპონენტების მონტაჟი სადგურის კორპუსში (მილები, ფილტრები, აერატორი, ფიტინგები, ტუმბო)
  • წარმოებული პროდუქციის ჰერმეტულობის შემოწმება, მზა პროდუქციის მიწოდება ტექნიკურ განყოფილებაში
  • მონაწილეობა ახალი ტიპის პროდუქციის შექმნაში

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფერობში

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Universal3/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

 

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip