• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ლოჯისტიკის მენეჯერი

ლოჯისტიკის მენეჯერი

ჰოლდინგი "ბიო დიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი-სპოზიციაზე,

განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 3000 ლარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
  • სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამისო რგანოებში;
  • საბაჟო პროცედურების გავლა /კონტროლი;
  • იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
  • ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
  • დოკუმენტაციის არქივის წარმოება,

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელი პირობაა (სალაპარაკო და წერითი);
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა;  დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge  გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip