გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge (ძირითადი დამსაქმებელი) www.orkin.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
პირობები და სხვა დეტალები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
- ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.
გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება მეილის და ზეპირი კომუნიკაციით
- გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა, გადამოწმება;
- გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
- პროსპექტინგი (პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
- გაყიდვების, შეთავაზებების ფაილის წარმოება (Sales Pipeline დღიურის წარმოება).
- შემოსული მომართვების/ზარების/რეფერალების დამუშავება და მათზე რეგირება;
- დებიტორებთან ურთიერთობა საჭიროების შესაბამისად;
- სასაქონლო-სარეალიზაციო მარაგების ბაზის კონტროლი;
- გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
- წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;
- პროდუქტის კატალოგზე, აღწერილობაზე და განფასებაზე მუშაობა;
- შემოსავლის ბაზაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
- არსებულ რეგულარულ მყიდველებთან ურთიერთობა;
- ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) სათანადო ცოდნა
- სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდიანრე ამოცანებს;
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).