საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში თბილისში აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებულ შემოსავალს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fit Pass
- სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საწყობის უფროსის მოვალეობები:
- საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, საწყობში მათი მიღებისა და შენახვის, ფართის რაციონალურად გამოყენების გათვალისწინებით მათი შენობაში განლაგების, აუცილებელი მასალების, ინვენტარის ძებნის გაადვილებისა და დაჩქარების სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობა;
- საწყობში დალაგებული (განლაგებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სათანადო შენახვის, შემოსვლა-გასვლის საბუთების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წესების დაცვა;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, მასში მონაწილეობა და ზედამხედველობა;
- სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვიანობა და აღრიცხვიანობის კონტროლი;
- პროდუქციის/საქონლის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მუდმივი ზედამხედველობა;
- საწყობში არსებული პროდუქციის/საქონლის რაოდენობაზე თვალყურის დევნა;
- საწყობიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გაცემის, მათი საწყობში მიღებისა და შენახვის, მათი შენობაში სწორად განლაგების პროცედურის წარმოება და ხელმძღვანელობა;
- საწყობის პროდუქციის./საქონლის ნაშთის კონტროლი;
- საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სწორი აღრიცხვიანობის მუდმივი წარმოება;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, ფაქტიური ნაშთების ბუღალტრულ ნაშთებთან შედარება (თვეში ერთხელ), სხვადასხვა შიდა სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი დარღვევის, უსწორობის (უზუსტობის) ან/და მატერიალური ზიანის დადგომის, ასევე ასეთი ზიანის დადგომის საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინება;
- მისდამი გადაცემული სასაქონლო მარაგების შენახვა და გაფრთხილება, აგრეთვე ყოველგვარი ზომების მიღება ზარალის თავიდან ასაცილებლად;
- კომპანიის დირექტორის ინფორმირება ისეთი გარემოებების შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის და შეიძლება ზიანი მიაყენოს მის განკარგულებაში მყოფ სასაქონლო მარაგებს
- სასაწყობე პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნის შესაბამისად;
- სასაქონლო მარაგების მიღება-გაცემის კონტროლი, ხარისხისა და ვადების შემოწმება, პროდუქციის/საქონლის მითვლა სათითაოდ და ზედმიწევნით და საწყობში მათი სათანადოდ განლაგება;
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მენეჯერული უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ვტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება;
შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."