• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

შესყიდვების კოორდინატორი

შესყიდვების კოორდინატორი

IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/ 

შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N113გ.

კომპანია გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი- 09:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
  • ანაზღაურება - 1000 - 1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა(6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთების მართვა;
  • შესყიდვების მენეჯერის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა;
  • შეკვეთების ფორმირება და CRM სისტემაში ასახვა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების შეთავაზებების მიღება;
  • ფასების შედარება და მონაცემების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office და ERP/CRM სისტემების ცოდნა (სასურველია);
  • ორგანიზებულობა და მოლაპარაკების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2026 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip