5* სასტუმრო Royal Tulip აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი ლევილის სანაპირო N10
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა;
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით;
- ჯავშნების მართვა;
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება 1200-1500 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვებით უზრუნველყოფა.
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!