• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

კონსულტანტი

კონსულტანტი

ღვინის მაღაზია/ბარი„8000 მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში

ვინ ვართ ჩვენ

8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია

დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო.

ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.

ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.

ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან

  1. გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
  2. ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
  3. ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
  4. ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

მოთხოვნები

1 პუნქტუალურობა

2 ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი

3 შრომისმოყვარეობა

4 გუნდური მუშაობის უნარი

5 პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

6 ინგლისური ენის ცოდნა

 

  • სამუშაო საათები: 11:00-დან-17:00-მდე
  • დასვენების დღე: კვირაში 2 დღე
  • მისამართი: ს.ცინცაძის 26
  • რ.თაბუკაშვილის 27

გამოცდილება სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge სათაურის ველში მიუთითეთ „კონსულტანტი“

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ქართული ღვინის კოოპაერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.

შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია " აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip