• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

შპს „პოლიგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • შეკვეთების სტრატეგიების შემუშავება პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით;
  • სოციალურ პლატფორემებზე მარკეტინგული და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ბაზრის პერიოდული ანალიზი, ფასების და ტენდენციების მონიტორინგი;
  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და კონსულტაციების გამართვა კომპანიის შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების გაცნობის მიზნით;
  • მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა;
  • შეკვეთის ხარისხიანი და დროული შესრულების კონტროლი;
  • არსებულ კლიენტებთან ბონუს პროგრამებზე წინადადებების შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით;
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადება.

კომპეტენცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ფსიქოლოგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • საქმიანი კომუნიკაციის,მოლაპარაკებისა და პრეზენტაციების გამართვის უნარი;
  • განვითარებული ორატორული, ასევე, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარები;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული, მიზნსწრაფული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პრობლემაზე სწრაფი რეაგირებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარები;
  • საქმისადმი მაქსიმალისტური დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისურიდა რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვალიფიკაციის შესაბამის, კონკურენტული ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • სამდიცინო დაზღვევას;
  • ტრენინგებსა და მხარდაჭერას მუშაობის ყველაე ტაპზე.

თუ მზად ხართ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და განავითაროთ გაყიდვების უნარები, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ ფოსტის მისამართზე: Poly@poly.ge 

ა. ყაზბეგის 24გ,მე-5 სად., ბ. 102
0160 თბილისი, საქართველო
ტელ: 2312453/52/72
მობ: 593 390390

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip