• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ადმინისტრატორი ქ.ბათუმში

ადმინისტრატორი ქ.ბათუმში

„ჰორიზონს აპარტ ჰოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი.

სამუშაოგ რაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
  • დეტალური ინფორმაციის ფლობა -  აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი  ტარიფების  შესახებ;
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე office@horizonsbatumi.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება“აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

„ჰორიზონს ჯგუფი“ გისურვებთ წარმატებებს !

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip