• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ქ. ბათუმში

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ქ. ბათუმში

სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

მდებარეობა: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ფლობა C1 დონეზე (დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად);
  • ციფრული მარკეტოლოგის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ხელმღვანელთან ერთად სტრატეგიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება, მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება;
  • ონლაინ სარეკლამო კამპანიების კონტენტების შექმნა და გაშვება სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით;
  • აქტიური ჩართულობა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის აქტივობებში (საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის წერა და ოპტიმიზაცია);
  • ციფრული აქტივობების წარმატების გაზომვა, სხვადასხვა ანალიტიკური პლატფორმის გამოყენებით და შედეგების რეპორტინგი;
  • სოციალური არხების მართვა (Facebook, Instagram, Linkdin) და კონტენტის შექმნა;
  • მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა და გაშვება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: office@horizonsbatumi.com სათაურის ველში მიუთითეთ „ციფრული მარკეტოლოგი“,

ჰორიზონს ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip