• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

მაღაზიის მენეჯერი

მაღაზიის მენეჯერი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოა დგილი: თბილისი
სამუშაოგ რაფიკი: სრული 
ძირითადი მოვალეობები: 

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა; 
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 
  • დაქვემდებარებაში მყოფითანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა; 
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით; 
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი; 
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი; 
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა; 
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. 

უნარები: 

  • მართვის და ორგანიზების უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • შედეგზეო რიენტირებულობა. 

დამატებითი ბენეფიტები:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • ბონუსი გეგმის შესრულებაზე;
  • ფასდაკლება კვებაზე - 50 %
  • სტაჟის დანამატი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი - თბილისი ". 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის! 

„თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს „ფუდმარტის“ (ს/კ 404460187) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველო სკანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის  არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვისშ ესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@foodmart.ge შეტყობინების გაგზავნის გზითან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.“

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip