• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

კონსულტანტი

 კონსულტანტი

"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელი ეაუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშოა დგილი: ქ.თბილისი, მარშალ  გელოვანის #36

სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 საათი, (10:00-18:00 ან 14:00-22:00) დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: ფიქსი 800 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • აქტიურობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge 

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „კონსულტანტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip