შპს მისო"ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
- სასამართლო წარმომადგენლობა;
- მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
- კომპანიისთანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთანან/და მესამე პირებთან;
- წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
- იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
- სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
- პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
- საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა დაცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
- ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან
- რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("MicrosoftWord” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
- პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
- პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაოპირობები:
- სამუშაო საათებია: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
- სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
- ანაზღაურება-კვალიფიკაცის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მობილური: 568 700 300