• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

მოლარე - კონსულტანტი

 მოლარე - კონსულტანტი

Apple-ისოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია iTechnics-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი.

მიმდინარე ვაკანსიები:

მოლარე - კონსულტანტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი

განაკვეთი: სრული

დასვენება: კვირაში 2 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლების და სალარო ოპერაციების ცოდნა;
  • Apple-ის პროდუქციაზე მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზება;
  • გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სისხარტე და ოპერატიულობა;
  • ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

ჩვენ შეგასწავლით:

  • Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
  • გაყიდვების ხელოვნებას;
  • კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
  • უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მოტივირებაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე vacancy@itechnics.ge  და მოგვწერეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2025 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
ვაკანსიები