ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 850-1200 ლარი);
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
- დგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.
შესასრულებელი ამოცანები:
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
- გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.3 თვიანი სამუშაო გამოცდილება
- საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.
კომპანია გთავაზობთ:
- საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
- განმავითარებელ ტრენინგებს;
- სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
- დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
- უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა "კლიენტთა მომსახურების მენეჯერი".