შპს ,,ავტოტესტცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში , ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის სტაჟიორის (ინსპექტორის თანაშემწის) თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ავტომობილის მომსახურების საფასურის გადახდა;
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლება ან ავტოშემკეთებლად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
- ავტომობილების აგებულების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად (word, excel) ცოდნა.
- ავტომანქანის მართვის მოწმობა (ავტომობილის მართვის გამოცდილება)- აუცილებელია B კატეგორია, სასურველია C , D კატეგორიები.
აუცილებელი უნარები:
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება
- დროის მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
- პუნქტუალური
სამუშაო პირობები:
- სტაჟირება(მისი წარმატებით გავლისა და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ინსპექტორად დანიშვნის პერსპექტივით) ;
- გამოსაცდელი ვადა;
- სრული განაკვეთი;
- სამუშაო საათები ორშაბათი-შაბათი 09:00 – 18:00 მდე . კვირა უქმე დღე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ,, CV'' ელექტრონულ ფოსტაზე: avtotestcentri@gmail.com