საკომუნიკაციო კომპანია ”ჯეონეთი” აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ოფისის მოხერხებული ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #41;
- სამუშაო საათები/დღეები: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე, ანაზღაურებადი;
ჯეონეთი გაძლევთ პროფესიული ზრდის საშუალებას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის ასპარეზს.
მოთხოვნები:
- Windows -თან მუშაობის გამოცდილება;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- ენების ფლობა - ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- უპირატესობად ჩაითვლება Linux-თან მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება VoIP/SIP ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- უპირატესობად ჩაითვლება უმაღლესი ტექნიკური განათლება;.
მოვალეობები:
ქსელური აპარატურის, ქოლ ცენტრების სისტემების და IP ტელეფონების ინსტალაცია და შემდგომი მომსახურება.
ხელფასი: შეთანხმებით - ცოდნის, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე vacancy@geonet.ge