• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

სარელეო დაცვის სპეციალისტი მცხეთაში

სარელეო დაცვის სპეციალისტი მცხეთაში

პოზიციის დასახელება: სარელეო დაცვის სპეციალისტი

კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”

სამუშაო ადგილი: მცხეთა

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17 აგვისტო, 2022 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს სარელეო დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:

  • სარელეო დაცვის, ელექტროავტომატიკის მოწყობილობების, მეორადი კომუტაციის სქემების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების წრედების გაწყობა-გამოცდასა და გეგმიურ საექსპლუატაციო შემოწმებებში მონაწილეობის მიღება;
  • გრაფიკის მიხედვით სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობების პროფილაქტიკურ და აღდგენით სამუშაოების შესრულება;
  • ავარიის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების შესრულება;
  • დირექტიული მასალებისა და მეთოდური მითითებების შესრულება;
  • ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა სარელეო დაცვის და დიაგნოსტიკის სამსახურის უფროსისთვის;
  • დაცვის და ავტომატიკის მოქმედების სისტემატიური აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება
  • უსაფრთხოების III საკვალიფიკაციო ჯგუფი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული  სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@energo-pro.ge   ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:   http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/   2022 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip