დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: მუდმივი
განყოფილება: გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანგარიშვალდებული: დეპარტამენტის უფროსი
ბიზნეს ამოცანა:
მარკეტინგული სტრატეგების, ბიუჯეტისა და პერსონალის ოპტიმიზაცია, კომპანიის ცნობადობის ამაღლება და მომგებიანობის გაუმჯობესება.
სამუშაო აღწერა
ძირითადი ფუნქციები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ახალი პროექტების ინიცირება;
- კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და იმიჯის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზების მომზადება;
- კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სხვა მარკეტინგული არხების მართვა;
- საინფორმაციო და საპრეზენტაციო მიზნით კორპორაციული თემფლეითების მომზადება;
- სოციალური ქსელის (Facebook; Instagram; LinkedIn) მართვა და ადმინისტრირება;
- მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და მოზიდვა;
- ადგილობრივ და უცხოურ უძრავი ქონების სხვადასხვა პორტალებზე ინფორმაციის განთავსება/განახლება;
- ციფრული მარკეტინგული აქტივობების მენეჯმენტი;
- რენდერების განახლება, 2D/3D არქიტექტორებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ბანერების სტრატეგიული ლოკაციების მოძიება და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკება;
- მაკეტის დამზადების პროცესების მართვა;
- დროის ოპტიმაზიციის გათვალისწინებით, ბანერებზე რენდერების დამუშავება, ბეჭდვა და განთავსება;
- სასპონსორო და სხვა ტიპის თანამშრომლობის მიზნით პოტენციური პარტნიორების მოძიება;
- კომპანიაში არსებული ბრენდირებული მასალების მომზადება./განახლება;
- ფოტო/ვიდეო კონტენტის შემუშავება და გადაღების კონტროლი;
- არსებული ხარჯის, ინვოისების შეგროვება და პერიოდულად ბუღალტერიისთვის მიწოდება;
- მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- ბრენდინგისა და სარეკლამო კამპანიების ზედამხედველობა, მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ვადების კონტროლი;
- პროგრეს რეპორტებისა ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- ბიზნეს მიზნის მისაღწევად, უშუალო უფროსის დავალებით, სხვადასხვა მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება დეველოპერულ კომპანიაში;
- განათლება: აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- საბაზისო კვალიფიკაცია: მარკეტინგული სტრატეგიების, არხებისა და ბრენდინგის ცოდნა, ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
- უნარები: ინიციატორი, კრეატიული, გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გთხოვთ, ყველა არსებული რეზუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე : vacancy@vr.ge