• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

აუდიტი ქ. ბათუმში

აუდიტი ქ. ბათუმში

 

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას აუდიტის პოზიციაზე ქ. ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:

** აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;

** რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;

** გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

** დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;

** თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;

** წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:

** პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;

** სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:

** სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;

** კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;

** არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება;

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;

სასრველია

** ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;

** საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;

** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.

 პიროვნული თვისებები/უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით 2500 ლარიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართეზე: hr@bermeli.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუო ადგილი.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 086 631

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip