ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი აცხადებს ვაკანსიას წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე :
კომპანია „მეტრომარტ“-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- გაყიდვების პერიოდული ანალიზი;
- პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება - მარკეტინგული აქტივობების ჩატარების დაინიცირება და ჩატარების მონიტორინგი;
- ბაზრის შესწავლა /ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
- - რომელ პროდუქციაზეა მოთხოვნა, დინამიკის ანალიზი და შეფასება;
- დაბალი მოთხოვნის მქონე პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
- ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატების იდეების გატანა ასორტიმენტის განვითარების საბჭოზე;
- პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება;
- პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
- ახალი პროდუქციის რისკ-ანალიზის მომზადება;
- ფინანსური შესაძლო რისკების იდენტიფიცირება;
- პროდუქტების მომწოდებლებთან გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება;
- განსაკუთრებით მნიშვნელოვან ან პრობლემატურ შემთხვევებში შესყიდვების პროცესში ჩართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- პროდუქციის შესყიდვების პროცესის მართვა, მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
- კონკურენტუნარიანობის ანალიზი და სწრაფი და ადეკვატური რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი - შესყიდვების მიმართულებით;
- კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Excel-ის პროგრმის ცოდნა;
- რუსული, ინგლისური ენების ცოდნა .
პიროვნული თვისებები :
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება: 1200-1500 ლ + მაღალი ბონუსი
- სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით (თვეში 2 შაბათი დღე სამუშაო 10:00 დან 15:00 საათამდე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კარგი გუნდი;
- წინსვლის პერსპექტივა;
- სტაბილური სამსახური;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@metromart.ge 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!