• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

პრისეილერის ვაკანსია (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, ანაკლია...)

პრისეილერის ვაკანსია (ზუგდიდი,  წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, ანაკლია...)

შ.პ.ს.“ბაგრატი“ წარმოადგენს კომპანია „სოფლის ნობათის“ ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც  2010 წლიდან  წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანია შ.პ.ს.„ბაგრატის“  საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს პრისეილერის ვაკანსიას (ზუგდიდი,  წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, ანაკლია...)  

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა).
  • საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომანქანის ყოლა (სავალდებულოა).
  • სასურველია უმაღლესი განათლება.
  • pocket-ში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ქსელის მართვა.
  • ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
  • მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
  • შეკვეთის ფორმირება, მიწოდება ოპერატორთან.

პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • მიზანდასახულობა

 სამუშაო საათები - 8:00-16:00.

 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე bagratihr@mail.ru  30 ივლისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

 

 

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2021 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip