დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATIONS BRANCH IN GEORGIA
ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციაში არსებული საბუღალტრო ოპერაციების შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- არსებული შემოსავლების და გასავალი თანხების მონიტორინგი საბანკოა ნგარიშზე;
- მარაგების აღრიცხვის, ნაშთების კონტროლის, დამატებითი ხარჯების სწორად გადანაწილების მონიტორინგი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვის, გატარებების განხორციელების კონტროლი და შესაბამისი აქტების საფუძველზე დროული ჩამოწერის უზრუნველყოფა თვის ჭრილში;
- საგადასახადო დეკლარაციების წარმოების სრული ციკლის უზრუნველყოფა;
- ფინანსური ანგარიშგებებისთვის ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- პოზიციასთან დაკავშირებით სხვა ტიპის დოკუმენტაციისა და ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა კარგ საკომუნიკაციო დონეზე (B2)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- IFRS სტანდრტების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთ) წლიანი გამოცდილება,აუცილებელი მოთხოვნაა სამშენებლო,საგზაო ან ინფრასტრუქტურულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება
- აუილებელი მოთხოვნაა პირველ ან მეორე კატეგორიის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- MS Office პროგრამების ცოდნა; განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამა Oris-ის ცოდნა, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება Oris Manager-ის ცოდნას.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; დასვენების დღე: შაბათ-კვირა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ალექსანდრე იოსელიანის N34
ანაზღაურება: 5000 ლარი ხელზე და ზევით, გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: b_shavishvili@yahoo.com