შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.თბილისში
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).
ძირითადი მოვალეობები:
ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
პირადიდა კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
პრიორიტეტებისგან საზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონფლიქტურიდა კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: hr@bermeli.ge
ან დაგვიკავშირდით +995 568 700 300,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.
გისურვებთ წარმატებას!