• ვაკანსიები
  • ჩვენ შესახებ
  • ფასები
  • კონტაქტი

 

რესტორნის მენეჯერი

რესტორნის მენეჯერი
,Grill More'' აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • მის: პ. ქავთარაძის ქ. N39 / ი. ჭავჭავაძის გამზ. N10
  • ორივე ფილიალის გრაფიკი: 13:00 - 01:00 თვეში 20 სამუშაო დღე, შიდა პროცესების კარგად გაცნობის შემდგომ, სამუშაო გრაფიკი მცირდება 10 საათამდე.
  • მინიმალური ანაზღაურება 2000 ლარი (ფიქსირებული1400 ლარი + შემოსავლის პროცენტი)
  • შიდა ფასდაკლება ჩვენს ყველა ობიექტზე
  • ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია
  • კომპანიის მხრიდან 30%-იანი თანამონაწილეობა ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ძირითადი ფუნქციები:
  • რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის მართვა
  • სტუმრების კმაყოფილების და კეთილგანწყობის უზრუნველყოფა პოზიტიური გარემოს და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების ხარჯზე
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების/სურვილების/საჩივრების სწორი მოგვარება
  • პროდუქციის მუდმივი გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება
  • გლოვოს მიტანის სერვისის მართვა და ხარისხის კონტროლი
  • ბურალტერთან კომუნიკკაცია და სალაროს მართვა
  • თანამშრომლების ცვლების დადგენა და კოორდინირება
  • თანამშრომლების მუშაობის შეფასება და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი
  • არსებული და ახალი თანამშრომლების დატრეინინგება
  • შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგი
  • ბრენდის მართვისთვის საჭირო პროტოკოლების და წესების შემუშავება რაც მის მართვას გაამარტივებს
  • შემომავალი ზარების პასუხი და სწორი დამუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • მობილიზებული პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • supra + ან ანალოგიური სარესტორნო პროგრამის ცოდნა
  • Microsoft Word and Microsoft Excel - პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: info.grillmore@gmail.com

   

ყველა უფლება დაცულია

2017 წელი

ჩვენი პროექტები:    

MyCook.ge

 Created by prosite

CSS Valid | XHTML Valid | Top | + | - | reset | RTL | LTR
Copyright © Eximium 2023 All rights reserved. Custom Design by Youjoomla.com
YJSimpleGrid Joomla! Templates Framework official website
vip